უკრაინის ქალაქ უჟგოროდში დმიტრო კულება და ანდრეი ერმაკი უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან მოლაპარაკებებს მართავენ
უკრაინის ქალაქ უჟგოროდში დმიტრო კულება და ანდრეი ერმაკი უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან მოლაპარაკებებს მართავენ

უკრაინის ქალაქ უჟგოროდში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება და პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, პიტერ სიიარტოსთან მოლაპარაკებებს მართავენ.

ამის შესახებ უკრაინული მედია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას.

უწყება აღნიშნავს, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს უკრაინა-უნგრეთის ურთიერთობების ნორმალიზების მიზნით.

მანამდე მხარეები აცხადებდნენ, რომ უჟგოროდში დაგეგმილ შეხვედრაზე ვოლდიმირ ზელენსკისა და ვიქტორ ორბანის შეხვედრის მომზადების საკითხს განიხილავდნენ.