უკრაინის ქალაქ ოდესაში წყლის მდგომარეობის მნიშვნელოვანი გაუარესების გამო ზღვაში ცურვა აიკრძალა
უკრაინის ქალაქ ოდესაში წყლის მდგომარეობის მნიშვნელოვანი გაუარესების გამო ზღვაში ცურვა აიკრძალა

უკრაინის ქალაქ ოდესაში წყლის მდგომარეობის მნიშვნელოვანი გაუარესების გამო ზღვაში ცურვა აიკრძალა, – ამის შესახებ ოდესის საკრებულოში განაცხადეს.

მედიის ცნობით, დაბინძურებული წყალი ქალაქის მოსახლეობის ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის და ოდესის სანაპიროებზე ზღვაში ცურვა აიკრძალა.

როგორც მედია წერს, ეს გადაწყვეტილება გარემოს დაცვისა და საგანგებო სიტუაციების კომისიის რიგგარეშე სხდომაზე მიიღეს.

შეგახსენებთ, ოდესის რეგიონში მესაზღვრეები განაგრძობენ რუსული ეკოციდის შედეგების აღრიცხვას, მათი თქმით, ზღვა „ნაგავსაყრელად და ცხოველთა სასაფლაოდ იქცა“.