უკრაინის ქალაქ ლვოვში აფეთქებას პოლიციის ოფიცერი ემსხვერპლა, დაშავებულია 24 ადამიანი

12:33, 22.02.2026

უკრაინის ქალაქ ლვოვში აფეთქებას პოლიციის ერთი ოფიცერი ემსხვერპლა, დაშავებულია კიდევ 24 ადამიანი.

გავრცელებული ცნობით, აფეთქება მას შემდეგ მოხდა, რაც ერთ-ერთ მაღაზიაში შეჭრის შესახებ გამოძახება შევიდა. როდესაც ადგილზე სამართალდამცველები მივიდნენ, ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა. მას მალევე მეორე აფეთქებაც მოჰყვა.

ლვოვის მერმა მომხდარი ტერაქტად შეაფასა.

მსგავსი