უკრაინის ქალაქ კრივოი როგზე რუსეთის გუშინდელი სარაკეტო დარტყმის შედეგად დაშავებულთა რაოდენობამ 80-ს გადააჭარბა

10:54, 01.08.2023

უკრაინის ქალაქ კრივოი როგზე რუსეთის გუშინდელი სარაკეტო დარტყმის შედეგად დაშავებულთა რაოდენობამ 80-ს გადააჭარბა.

დნეპროპეტროვსკის სამხედრო საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი ლისაკის ცნობით, 19 ადამიანი საავადმყოფოში რჩება. დაშავებულთა შორის შვიდი ბავშვია. სარაკეტო იერიშის შედეგად დაიღუპა ექვსი ადამიანი.

„კრივოი როგი გლოვობს. მარადიული ხსოვნა რუსეთის რაკეტების უდანაშაულო მსხვერპლს“, – წერს სერგეი ლისაკი.

რუსეთის ძალებმა კრივოი როგის მიმართულებით ორი ბალისტკური რაკეტა 31 ივლისის დილით გაუშვეს. ერთი რაკეტა მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლს მოხვდა, მეორე კი – სასწავლო დაწესებულებას.

მსგავსი