უკრაინის ქალაქ ირპენში, რომელიც დედაქალაქ კიევთან მდებარეობს, უკრაინის პოლიცია შევიდა
უკრაინის ქალაქ ირპენში, რომელიც დედაქალაქ კიევთან მდებარეობს, უკრაინის პოლიცია შევიდა

უკრაინის ქალაქ ირპენში, რომელიც ქვეყნის დედაქალაქ კიევთან მდებარეობს, უკრაინის პოლიცია შევიდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის ეროვნულ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

უკრაინის პოლიციის ხელმძღვანელის, იგორ კლიმენკოს თქმით, პოლიციის თანამშრომლები ქალაქს რუსი დივერსანტებისგან ასუფთავებენ, თუმცა ახლა მთავარი ამოცანა ირპენში მყოფი მშვიდობიანი მოქალაქეების დახმარება და ევაკუაციაა.

„სპეცდანიშნულების რაზმები მჭიდროდ ურთიერთობენ უკრაინის სამხედრო ნაწილებთან და ხელს უწყობენ ადგილობრივი ხელისუფლების მუშაობის აღდგენას ქალაქის ტერიტორიაზე. რუსი დამპყრობლები აგრძელებენ ირპენის უმოწყალოდ დაბომბვას, მაგრამ პოლიცია აგრძელებს მშვიდობიანი ქალაქის მშვიდობიანი ხალხის სამსახურს დაცვას და დახმარებას“, – განაცხადა იგორ კლიმენკომ.