უკრაინის ქალაქ ბერდიანსკის პორტთან ორი აფეთქება მოხდა
უკრაინის ქალაქ ბერდიანსკის პორტთან ორი აფეთქება მოხდა

რუსეთის მიერ ოკუპურებული უკრაინის ქალაქ ბერდიანსკის პორტთან ორი აფეთქება მოხდა. შემთხვევის ამსახველ კადრებს სააგენტო „უნიანი“ ავრცელებს.

გავრცელებული ინფორაციით, აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ შენობებში ფანჯრები ჩაიმსხვრა.

ამასთან, როგორც „ბიბისის“ რუსული სამსახური წერს, ყირიმში აცხადებენ, რომ აფეთქებები განაღმვით სამუშაოებს უკავშირდება.