უკრაინის პროკურატურის ინფორმაციით, უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე 205 ბავშვი დაიღუპა, 362 კი დაიჭრა
უკრაინის პროკურატურის ინფორმაციით, უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე 205 ბავშვი დაიღუპა, 362 კი დაიჭრა

უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე საომარი მოქმედებების შედეგად 205 ბავშვი დაიღუპა. ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ცნობით, დაჭრილია 362 ბავშვი.

გენერალური პროკურატურის განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ეს ციფრები ზუსტი არ არის, რადგან იმ რეგიონებში, სადაც საომარი მოქმქედებები აქტიურად მიმდინარეობს, მონაცემების გადამოწმება შეუძლებელია.

პროკურატურის ინფორმაციით, ყველაზე მეტი ბავშვი დაშავდა დონეცკის, კიევის, ხარკოვის, ჩერნიგოვის, ხერსონის, ნიკოლაევსკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიეს, სუმისა და ჟიტომირის ოლქებში.