უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის გატაცებაზე საქმე აღძრა
უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის გატაცებაზე საქმე აღძრა

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის გატაცებაზე საქმე აღძრა. ამის შესახებ ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ საქმე ეხება ოდესის ყოფილ გუნერნატორ მიხეილ სააკაშვილის გატაცებასა და პოლონეთში უკანონოდ გადაყვანას, რასაც ადგილი ჰქონდა 2018 წლის 18 თებერვალს.

მანამდე მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინის გენერალურ პროკურატურას მიმართვას და მისი უკრაინიდან გატაცებისა და ქვეყნის ფარგლებს გარეთ გაძევების საქმის გამოძიებას მოითხოვს.

„უკრაინის მთავარ სამხედრო პროკურატურაში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადება მივიღეთ, მისი გატაცებისა და უკრაინის სახელმწიფო საზღვრის გავლით პოლონეთში ძალადობრივი გზით გადაყვანაზე. აღნიშნულთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის წარმოება“, – ნათქვამია განცხადებაში.

უკრაინის მთავრობამ 2018 წელს სააკაშილი პოლონეთში გააძევა, მთავრობა ამტკიცებდა, რომ ოდესის ყოფილი გუბერნატორი 2017 წელს უკანონოდ მოხვდა უკრაინაში, როდესაც მან მომხრეებთან ერთად მესაზღვრეების კორდონი გაარღვია.

დატოვე კომენტარი