უკრაინის პრეზიდენტმა საომარი მდგომარეობის პერიოდში საერთაშორისო სამედიცინო და ჰუმანიტარული ორგანიზაციების თანამშრომლებისთვის უვიზო რეჟიმი დააწესა
უკრაინის პრეზიდენტმა საომარი მდგომარეობის პერიოდში საერთაშორისო სამედიცინო და ჰუმანიტარული ორგანიზაციების თანამშრომლებისთვის უვიზო რეჟიმი დააწესა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საომარი მდგომარეობის მოქმედების პერიოდში საერთაშორისო სამედიცინო და ჰუმანიტარული ორგანიზაციების თანამშრომლებისთვის უვიზო რეჟიმი დააწესა. ამის შესახებ ნათქვამია ზელენსკის განკარგულებაში, რომელიც პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

თავისი განკარგულებით, ზელენსკი რუსეთის შეიარაღებულ აგრესიასთან დაკავშირებით 14 მარტიდან საომარი მდგომარეობის მოქმედების პერიოდში დროებით აწესებს უვიზო რეჟიმს უცხო ქვეყნის იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც არიან საერთაშორისო სამედიცინო ან ჰუმანიტარული ორგანიზაციების, ფონდების ან პროგრამების, ასევე სხვა ორგანიზაციების თანამშრომლები, რომლებიც ჩადიან უკრაინაში მინისტრთა კაბინეტის მოწვევით მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების აღმოსაჩენად.

აღნიშნული განკარგულება არ ვრცელდება აგრესორი ქვეყნის მოქალაქეებზე.