უკრაინის პრეზიდენტმა მინისტრთა კაბინეტს მთელი რიგი შეზღუდვების დაწესების ინიციატივით მიმართა
უკრაინის პრეზიდენტმა მინისტრთა კაბინეტს მთელი რიგი შეზღუდვების დაწესების ინიციატივით მიმართა

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გადაადგილების შეზღუდვასა და მეტროპოლიტენის გაჩერებას ითხოვს. ამ ინიციატივით ზელენსკიმ მინისტრთა კაბინეტს მიმართა.

შესაბამისი საკითხზე მინისტრთა კაბინეტი დღეს დაგეგმილ საგანგებო სხოდომაზე იმსჯელებს.

პრეზიდენტის მოთხოვნებს შორის რამდენიმე პუნქტია – 17 მარტიდან აიკრძალოს სავაჭრო ცენტრების, რესტორნების, მუზეუმების, თეატრების, ფიტნეს ცენტრების მუშაობა. კაფეები იმუშავებენ მხოლოდ მიწოდების სერვისზე; 18 მარტიდან შეწყდეს სარკინიზო და ავტობუსების საქალაქთაშორისო მიმოსვლა, ასევე მეტროპილიტენმა შეწყვიტოს მუშაობა. ქალაქში ტრანსპორტი იმოძრავებს, თუ სამარშრუტო ტასქიში 10 ადამიანზე ნაკლები იქნება, ხოლო ავტობუსში, ტროლეიბუსში და ტრამვაიში – 20 ადამიანზე ნაკლები; დაიწყოს მოლაპარაკებები საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ფინანსურს დახმარების მისღებად ახალი კორონავირუსის შედეგების დასაძლევად; დაწესდეს საშეღავათო პერიოდი კრედიტებზე მცირე და საშუალო ბიზნესისთვის; 17 მარტიდან საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდეს იმ რეგიონებსა და ოლქებში, სადაც კორონავირუსის შემთხვევები დაფიქისრდა (ჩერნოვიცკის და ჟიტომირის ოლქი).

გარდა ამისა, უკრაინის პრეზიდენტის მოთხოვნათა შორისაა, გადაიდოს გეგმური ქირურგიული ოპერაციები. საავდმყოფოები მოეწყოს ისე, რომ კორონავრიუსთ დაავადებულთა მიღება შესაძლებელი იყოს; შეიზღუდოს 10 კაცზე მეტის შეკრება, მათ შორის საეკლესიო რიტუალების ჩატარება და ცერემონიები; შეიზღუდოს საკვები პროდუქტების ექსპორტი; გარანტირებული იყოს საკვები პროდუქტების მაღაზიების, აფთიაქების, ბანკების, სადაზღვევო კომპანიების, კრიტიკული ინფრასტრუქტურის, სატვირთო ტრანსპორტის შეუფერხებელი მუშაობა.

დატოვე კომენტარი