უკრაინის პრეზიდენტმა გაერო-ს მოუწოდა, რუსეთის მიერ კრემენჩუკზე თავდასხმა ტერორისტულ აქტად შეაფასოს და დასაჯოს აგრესორი ქვეყანა
უკრაინის პრეზიდენტმა გაერო-ს მოუწოდა, რუსეთის მიერ კრემენჩუკზე თავდასხმა ტერორისტულ აქტად შეაფასოს და დასაჯოს აგრესორი ქვეყანა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაერო-ს უშიშროების საბჭოს მიმართა. უკრაინის პრეზიდენტი მოუწოდებს გაერო-ს, რუსეთის მიერ კრემენჩუკზე განხორციელებული თავდასხმა ტერორისტულ აქტად შეაფასოს და დასაჯოს აგრესორი ქვეყანა.

„სამწუხაროდ, დღეს გაერო-ს არ აქვს ტერორისტი სახელმწიფოს იურიდიული განსაზღვრება, მაგრამ ასე თუ ისე საჭიროა ამ სტატუსის უზრუნველყოფა იურიდიულად, რათა დაისაჯოს ტერორისტი სახელმწიფო. გთავაზობთ, რომ გაკეთდეს განცხადება და მიღებული იქნას გადაწყვეტილება, რომ ეს ტერორისტული აქტი იყო. გაერო-ს წესდება მოიცავს ვალდებულებას, რომელიც გულისხმობს მშვიდობის მხარდაჭერას. პირდაპირ არის ნათქვამი, რომ წევრი სახელმწიფო, რომელიც ამ პრინციპს არღვევს, შესაძლოა, გენერალური ასამბლეიდან და უშიშროების საბჭოდან გაირიცხოს. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი არღვევს საერთაშორისო სამართლებრივ წესრიგს, მას ჯერ კიდევ არ უგია პასუხი საერთაშორისო დონეზე“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა მოუწოდა გაერო-ს, გარიცხონ რუსეთი უშიშროების საბჭოდან და გენერალური ასამბლეიდან. ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ აუცილებელია საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნა, რომელიც ომის დროს ჩადენილ დანაშაულებს გამოიძიებს.

რუსეთმა კრემენჩუკში სავაჭრო ცენტრზე სარაკეტო იერიში განახორციელა.

დატოვე კომენტარი