უკრაინის პრეზიდენტმა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა კიევისთვის ROSOMAK-ის ტიპის ჯავშანტრანსპორტიორების მიწოდების შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს
უკრაინის პრეზიდენტმა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა კიევისთვის ROSOMAK-ის ტიპის ჯავშანტრანსპორტიორების მიწოდების შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდომირ ზელენსკიმ და პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავიეცკიმ კიევისთვის ROSOMAK-ის ტიპის ჯავშანტრანსპორტიორების მიწოდების შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს.

ხელმოწერის ცერემონია ვარშავაში ზელენსკის ვიზიტისას გაიმართა. პოლონეთი უკრაინის არმიას პოლონური წარმოების 100 ჯავშანტრანსპორტიორს გადასცემს ევროკავშირისა და აშშ-ის დაფინანსებით.

ამასთან, მანამდე პრეზიდენტმა ანჟეი დუდამ განაცხადა, რომ ვარშავა კიევს „მიგ-29“-ის ტიპის 14 ავიაგამანადგურებელს გადასცემს. დუდას განმარტებით, უკრაინის ძალებს ოთხი თვითმფრინავი უკვე გადასცეს, იგეგმება კიდევ ათის გადაცემა.

ზელენსკის პოლონეთში ვიზიტისას, დუდამ უკრაინის პრეზიდენტს პოლონეთის უმაღლესი „თეთრი არწივის“ ორდენი საზეიმოდ გადასცა. ვოლოდიმირ ზელენსკი პოლონეთში მეუღლესთან ერთად იმყოფება.