უკრაინის პრეზიდენტის პრესსპიკერი - ვლადიმირ ზელენსკიმ ვლადიმერ პუტინთან საუბარი მოითხოვა, მაგრამ პასუხი ჯერ არ მიუღია
უკრაინის პრეზიდენტის პრესსპიკერი - ვლადიმირ ზელენსკიმ ვლადიმერ პუტინთან საუბარი მოითხოვა, მაგრამ პასუხი ჯერ არ მიუღია

დონბასში დაძაბულობის ფონზე, უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ ვლადიმერ პუტინთან საუბარი მოითხოვა, მაგრამ პასუხი ჯერ არ მიუღია, – ამის შესახებ ზელენსკის პრესსპიკერმა, იულია მენდელმა „როიტერს“ განუცხადა.

„რა თქმა უნდა, პრეზიდენტის აპარატმა მოითხოვა ვლადიმერ პუტინთან საუბარი. ჯერ პასუხი არ მიგვიღია და დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს არ არის უარი დიალოგზე“, – აღნიშნა მენდელმა.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ რუსეთმა უკრაინის აღმოსავლეთ საზღვართან 40 000-ზე მეტი ჯარისკაცი შეკრიბა და კიდევ 40 000 სამხედრო მოსამსახურე ყირიმში ჩაიყვანა. ვლადიმირ ზელენსკი კონფლიქტის ესკალაციის საკითხს პარიზში განიხილავს.

დატოვე კომენტარი