უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანი - ოკუპირებულ ტერიტორიებზე ნებისმიერი ფსევდორეფერენდუმის ჩატარება ომის დიპლომატიური გზით დასრულების ყველა შესაძლებლობას გაანადგურებს
ოკუპირებულ ტერიტორიებზე ნებისმიერი ფსევდორეფერენდუმის ჩატარება ომის დიპლომატიური გზით დასრულების ყველა შანსს გაანადგურებს, – აღნიშნული განცხადება უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანმა, სერგეი ნიკიფოროვმა გამოცემა „ლიგასთან“ ინტერვიუში გააკეთა.
„რეფერენდუმების“ გარეშე, ომის დიპლომატიური გზით მოგვარების მცირედი შანსი ჯერ კიდევ არსებობს, „რეფერენდუმის“ შემდეგ – არა“, – განაცხადა სერგეი ნიკიფოროვმა.
უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივნის თქმით, უკრაინის მთავრობის პოზიცია უცვლელი რჩება და უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული ყველა ტერიტორიის დეოკუპაცია მოხდება.
რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სეპარატისტების მიერ კონტროლირებულ დონეცკის, ლუგანსკისა და ხერსონის ტერიტორიებზე რუსეთთან შეერთების ე.წ. რეფერენდუმები 23-27 სექტემბერს გაიმართება.