უკრაინის პრეზიდენტის ოფისში რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის საჭირო ოთხი პირობა დაასახელეს
უკრაინის პრეზიდენტის ოფისში რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის საჭირო ოთხი პირობა დაასახელეს. როგორც ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი აცხადებს, კრემლთან მოლაპარაკებების დასაწყებად საჭირო ოთხივე პირობა უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდებას ითვალისწინებს.
„რუსეთთან მოსალაპარაკებლად საჭიროა სწორი პოზიცია. ეს მოიცავს ოთხ მარტივ შემადგენელ პუნქტს: 1. შორ მანძილზე მოქმედი არტილერია, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები და ამერიკული ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსები, რათა რუსეთის ლოჯისტიკა განადგურდეს. 2. საჰაერო თავდაცვითი და ანტისარაკეტო სისტემები, რათა უკრაინული ქალაქები იყოს დაცული. 3. შემტევი უპილოტო საფრენი აპარატები – საუკეთესო მონადირეები, 4. ჯავშანტექნიკა კონტრშეტევისთვის“, – წერს პოდოლიაკი.
Щоб говорити з 🇷🇺, потрібно мати правильну переговорну позицію. Вона містить чотири прості складові:
1. Далекобійна артилерія, РСЗВ та ATAСMS, аби знищити 🇷🇺 логістику.
2. ППО/ПРО, щоб захистити міста.
3. Ударні безпілотники – найкращі мисливці.
4. Бронетехніка для контрнаступів— Михайло Подоляк (@Podolyak_M) August 4, 2022