უკრაინის პრეზიდენტის ოფისში რუსეთის დამარცხებისთვის აუცილებელი ხუთი ნაბიჯი დაასახელეს
უკრაინის პრეზიდენტის ოფისში რუსეთის დამარცხებისთვის აუცილებელი ხუთი ნაბიჯი დაასახელეს

უკრაინის პრეზიდენტის ოფისში დაასახელეს ხუთი ნაბიჯი, რომელთა გადადგმაც უკრაინის გამარჯვებისთვის არის საჭირო. ამის შესახებ „ტელეგრამის“ არხში უკრაინაში პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა დაწერა.

მისი თქმით, აუცილებელია რუსეთი აღიარებული იყოს ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფოდ, ასევე რუსეთის მოქალაქეებს დაუწესდეს სავიზო შეზღუდვები, შემოიღონ ნავთობის ზღვრული ფასები და რუსულ ბუნებრივ აირსა და შეიარაღებაზე ემბარგო დაწესდეს.

„ეს ნაბიჯები დაგვეხმარება რუსეთის დამარცხებაში, მისი ეკონომიკის, არმიის განადგურებაში და ასევე გაუქრობს რუსეთს ომის და დასავლეთის შანტაჟის გაგრძელების სურვილს“, – განაცხადა ერმაკმა.