უკრაინის პრეზიდენტის ოფისში აცხადებენ, რომ ოკუპირებული ყირიმიდან ოდესის მიმართულებით 11 სადესანტო გემი მიემართება
უკრაინის პრეზიდენტის ოფისში აცხადებენ, რომ ოკუპირებული ყირიმიდან ოდესის მიმართულებით 11 სადესანტო გემი მიემართება

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი ალექსეი არესტოვიჩი აცხადებს, რომ ოკუპირებული ყირიმიდან ოდესის მიმართულებით 11 სადესანტო გემი მიემართება. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ არესტოვიჩმა ბრიფინგზე განაცხადა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლის თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალები ბრძოლისთვის მზადაა.

„ისინი შესაძლოა, დესანტის გადმოსხმას ეცადონ, თუმცა ვნახოთ, რას ნიშნავს რუსი სამხედროების მიერ სადესანტო ოპერაციის შესრულება და რას ნიშნავს უკრაინელი სამხედროების მიერ სადესანტო ოპერაციის წინააღმდეგ თავდაცვითი ოპერაციის შესრულება. ვფიქრობ, ჩვენები ყველაფერს, ჩვეულებისამებრ, უკეთ შეასრულებენ“, – განაცხადა არესტოვიჩმა.

არესტოვიჩმა ასევე დაადასტურა, რომ საოკუპაციო ძალებმა დაიკავეს ქალაქი ბერდიანსკი, რადგან, მისი თქმით, იქ არ იყო უკრაინის შეიარაღებული ძალების დანაყოფები.