უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი - კიევში რუსეთის ყველა სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფი ნეიტრალიზებულია
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი - კიევში რუსეთის ყველა სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფი ნეიტრალიზებულია

კიევში რუსეთის ყველა სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფი ნეიტრალიზებულია, – ამის შესახებ სააგენტო „უნიანთან“ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა.

„არსებობს ასეთი პრაქტიკა, როდესაც მტრის ჯარი უახლოვდება დედაქალაქს, კონსპირაციული სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფები, რომლებიც იქ დაახლოებით სამი თქვე იმალებიან, გამოდიან, რათა შექმნან არეულობა და მოსახლეობაზე ფსიქოლოგიური ზეწოლა განახორციელონ. ასეთი მოვლენა მოხდა კიევში, თუმცა არ ყოფილა მასობრივი.

რუსი ხულიგნების ჯგუფი იყო ობოლონში, კიდევ ერთი ჯგუფი ლუკიანოვკაში, რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, პეჩერსკიზეც იყო ცოტა ხანს სროლა, რომელიც მალე შეწყდა. ესაა, რაც დღეს დილით მოხდა. ახლა ეს ყველაფერი შეწყდა. სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფები განადგურებული ან დაკავებული არიან“,- განაცხადა ალექსეი არესტოვჩმა.