უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი - რუსეთთან მოლაპარაკების პროცესმა კონსტრუქციული დიალოგის ნიშნები შეიძინა
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი - რუსეთთან მოლაპარაკების პროცესმა კონსტრუქციული დიალოგის ნიშნები შეიძინა

რუსეთთან მოლაპარაკების პროცესმა კონსტრუქციული დიალოგის ნიშნები შეიძინა, – ამის შესახებ განცხადება უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა უცხოურ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა. ინფორმაციაც უკრაინული მედია ავრცელებს.

„თუ რუსეთი იწყებდა ულტიმატუმების ენით, ახლა არის დიალოგი, რთული, მაგრამ დიალოგი“, – განაცხადა ერმაკმა.

მისივე თქმით, ზელენსკის პრეზიდენტობის პერიოდში უკრაინა საკუთარი ტერიტორიის არც ერთ სანტიმეტრს არ დათმობს.

ზელენსკი 2014 წელს რომ ყოფილიყო პრეზიდენტი, ჩვენ ყირიმს არ დავკარგავდით, რადგან ეს ყველაფერი ერთნაირად იწყებოდა – მაშინაც, და ახლაც“, – განაცხადა ერმაკმა.

მანამდე რუსეთთან მოლაპარაკებების შესახებ განცხადება გააკეთა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა. როგორც მან თქვა, მოსკოვის პოზიცია „შერბილებულია“.

„სტამბოლში მოლაპარაკებების დროს უკრაინამ ყველა ხაზით პოზიციები გაიუმჯობესა. მარტივი მაგალითი, გუშინ უკრაინა იყო ნეიტრალური სახელმწიფო უსაფრთხოების გარანტიების გარეშე, ამ გარდამავალი ეტაპის შემდეგ, კი უკვე სახელმწიფო გარანტიებით“, – განაცხადა არესტოვჩმა.