უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი და ეკონომიკის მინისტრი დღეს ამერიკელ პარტნიორებთან მოლაპარაკებებს გამართავენ

18:06, 23.02.2025

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი და ეკონომიკის მინისტრი იულია სვირიდენკო დღეს ამერიკელ პარტნიორებთან მოლაპარაკებებს გამართავენ. ამის შესახებ ერმაკმა ფორუმზე „უკრაინა. 2025 წელი“ ისაუბრა.

ჟურნალისტის კითხვაზე, რას შეეხება მოლაპარაკებები, ერმაკმა უპასუხა, რომ ეს აშშ-თან მოლაპარაკებების მორიგი რაუნდია.

„ეს არის ჩვენი მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი ამერიკელ პარტნიორებთან. ამიტომ წინასწარ ვიხდით ბოდიშს ფორუმის სწრაფად დატოვებისთვის“, – აღნიშნა ერმაკმა.

როგორც უკრაინული მედია წერს, იმის გათვალისწინებით, რომ მოლაპარაკებებში მონაწილეობას მიიღებს ეკონომიკის მინისტრი, სავარაუდოდ, საუბარი შეეხება სასარგებლო წიაღისეულთან დაკავშირებით შეთანხმებას.

მსგავსი