უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ინფორმაციით, ვოლოდიმირ ზელენსკი დონეცკის ოლქში, ფრონტის ხაზზე იმყოფებოდა
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ინფორმაციით, ვოლოდიმირ ზელენსკი დონეცკის ოლქში, ფრონტის ხაზზე იმყოფებოდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დონეცკის ოლქის ქალაქ ავდიივკაში, ფრონტის ხაზზე იმყოფებოდა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ოფისი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ზელენსკი ესაუბრა სამხედროებს, მადლობა გადაუხადა სამსახურისთვის და სახელმწიფო ჯილდოები გადასცა.

„მაქვს პატივი, ვიყო აქ და მადლობა გადაგიხადოთ სამსახურისთვის, ჩვენი მიწის, ჩვენი უკრაინის, ჩვენი ოჯახების დაცვისთვის. გილოცავთ დღესასწაულებს, აღდგომას და გისურვებთ მხოლოდ გამარჯვებას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. გულწრფელ მადლობას გიხდით თითოეული უკრაინელისგან იმ გრძელი და რთული გზისთვის, რომელსაც თქვენ ყოველდღე გადიხართ“, – მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა ფრონტის ხაზზე მებრძოლ სამხედროებს.