უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის თქმით, რუსეთთან მოლაპარაკები მძიმედ მიმდინარეობს, მაგრამ ულტიმატუმების გარეშე
მოლაპარაკებები მძიმედ მიმდინარეობს, მაგრამ ულტიმატუმების გარეშე, – ეს უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის, მიხეილ პოდოლიაკის განცხადებაა, რომელიც მან მიკრობლოგ „ტვიტერით“ გაავრცელა.
„მოლაპარაკებები რთულია, თუმცა უკვე ყოველგვარი სავალდებულო ულტიმატუმების გარეშე. სამწუხაროდ, რუსული მხარე ჯერ კიდევ უკიდურესად მიკერძოებულია, მის მიერ დაწყებული დესტრუქციული პროცესის მიმართ“, – წერს პოდოლიაკი.
Negotiations are difficult. However, without any obligatory ultimatums already. Unfortunately, the Russian side is still extremely biased regarding the destructive processes it launched.
— Михайло Подоляк (@Podolyak_M) February 28, 2022