უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ინფორმაციით, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე კრიტიკული ინფრასტრუქტურისთვის ელექტროენერგიის მიწოდება აღდგენილია
უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ინფორმაციით, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე კრიტიკული ინფრასტრუქტურისთვის ელექტროენერგიის მიწოდება აღდგენილია

უკრაინის მთელ ტერიტორიაზე ელექტროენერგიის მიწოდება კრიტიკული ინფრასტრუქტურისთვის აღდგენილია, მოსახლეობას კი დენი ეტაპობრივად მიეწოდება. ამის შესახებ პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, კირილ ტიმოშენკომ განაცხადა.

ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

კირილ ტიმოშენკოს თქმით, ქვეყნის მასშტაბით ასევე მოწყობილია ოთხი ათასამდე სპეციალური პუნქტი, სადაც ადგილობრივებს გათბობა და ტელეფონების დამუხტვა შუძლიათ.

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, დედაქალაქის მცხოვრებლებს სასმელი წყლის მიწოდებაც აღუდგათ, თუმცა სრული დატვირთვით ქსელის გამართვას გარკვეული დრო დასჭირდება.