უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი ვარაუდობს, რომ უკრაინას რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმება არაუგვიანეს მაისის დასაწყისისთვის ექნება
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი ვარაუდობს, რომ უკრაინას რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმება არაუგვიანეს მაისის დასაწყისისთვის ექნება

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი ოლქსი არესტოვიჩი ვარაუდობს, რომ უკრაინას რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმება არაუგვიანეს მაისის დასაწყისისთვის ექნება.

არესტოვიჩის განცხადებას „ბიბისი“ ავრცელებს.

„ვფიქრობ, არაუგვიანეს მაისისა, მაისის დასაწყისისა, ჩვენ უნდა გვქონდეს სამშვიდობო შეთანხმება. ან სამშვიდობო შეთანხმება იქნება მიღწეული ძალიან სწრაფად, ერთ-ორ კვირაში, ჯარების აყვანით და ყველაფრით, ან იქნება მაგალითად, სირიელების მოგროვების მცდელობა მეორე რაუნდისთვის და როდესაც ჩვენ მათ დავფქვავთ, აპრილის შუა რიცხვებისთვის ან აპრილის ბოლოს იქნება შეთანხმება“, – განაცხადა არესტოვიჩმა.

შეგახსენებთ, მანამდე პენტაგონში განაცხადეს, რომ რუსეთი უკრაინაში საბრძოლველად სირიელების რეკრუტირებას ცდილობს.