უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ვარაუდობენ, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპს „დიდი შვიდეულის“ სამიტის ფარგლებში შეხვდება
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ვარაუდობენ, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს „დიდი შვიდეულის“ სამიტის ფარგლებში შეხვდება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა ისაუბრა.
ერმაკის განმარტებით, შეერთებულ შტატებში უკრაინული დელეგაციის ვიზიტის მიზანი, სხვა საკითხებთან ერთად, სწორედ ზელენსკისა და ტრამპს შორის შესაძლო შეხვედრის მომზადება იყო.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ შეერთებული შტატების კონგრესში „მკაფიოდ ესმით“ უკრაინის მხარდაჭერის აუცილებლობა.
ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპის ბოლო შეხვედრა ვატიკანში 26 აპრილს შედგა.
ცნობისთვის, „დიდი შვიდეულის“ სამიტი კანადაში 15-17 ივნისს გაიმართება.