უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ იენს სტოლტენბერგმა ოფიციალურად მიიღო უკრაინის განაცხადი ნატო-ში გაწევრიანების შესახებ
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ იენს სტოლტენბერგმა ოფიციალურად მიიღო უკრაინის განაცხადი ნატო-ში გაწევრიანების შესახებ

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ოფიციალურად მიიღო უკრაინის განაცხადი ალიანსში გაწევრიანების შესახებ, – ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, იგორ ჟოვკვა ავრცელებს.

„დღეს ალიანსის გენერალურმა მდივანმა ეს განცხადება ოფიციალურად მიიღო უკრაინისგან ნოტის სახით და შემდეგი ეტაპი იქნება ამ განცხადების განხილვა ჩრდილოატლანტიკური საბჭოს, ანუ ნატო-ს წევრი ქვეყნების ელჩების დონეზე ბრიუსელში“, – განაცხადა ჟოვკვამ.

უკრაინას ნატო-ში დაჩქარებულად გაწევრიანებაზე განაცხადი შეაქვს. როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, უკრაინამ იცის, რომ ნატო-ში დაჩქარებული წესით გაწევრიანება შესაძლებელია, რადგან ეს უკვე იხილა ფინეთისა და შვედეთის შემთხვევაში, რომლებმაც ალიანსში გაწევრიანება MAP-ის გარეშე მიმდინარე წელს დაიწყეს.