უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია – ჩვენ ფიზიკურად არ შეგვიძლია, კომერციული „სტარლინკი“ გამოვიყენოთ შორი ან საშუალო რადიუსის დარტყმების განსახორციელებლად

13:10, 25.10.2026

თავდაცვითი ტექნოლოგიების საკითხებში უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა, სერგეი „ფლეშ“ ბესკრესტნოვმა  უპასუხა SpaceX-ის დამფუძნებლის, ილონ მასკის განცხადებას, რომელშიც მან უკრაინელი სამხედროები კომერციული სატელიტური სისტემის „სტარლინკის“ გამოყენების პირობების დარღვევაში დაადანაშაულა.

ბესკრესტნოვის თქმით, ძალიან უცნაურია,  რომ ილონ მასკმა არ იცის უკრაინაში „სტარლინკის“ მუშაობის შეზღუდვის შესახებ.

„2026 წლის ზამთრიდან (თებერვლიდან) უკრაინის ტერიტორიაზე (მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზე) მოქმედ „სტარლინკის“ ყველა ტერმინალს აქვს გადაადგილების სიჩქარის შეზღუდვა – საათში 70–90 კმ. ხოლო რუსეთის ტერიტორიაზე „სტარლინკი“ არ მუშაობს. ამგვარად, ჩვენ ფიზიკურად არ შეგვიძლია, კომერციული „სტარლინკი“ გამოვიყენოთ შორი ან საშუალო რადიუსის დარტყმების განსახორციელებლად“, – წერს უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი სოციალურ ქსელში.

მანამდე ილონ მასკმა განაცხადა: „უკრაინის სამხედრო ძალებმა დაარღვიეს „სტარლინკის“ მომსახურების პირობები და ის ადამიანების დასახოცად თავდასხმითი დრონებით დარტყმებისთვის გამოიყენეს“.

მსგავსი