უკრაინის პრეზიდენტი სენატორ ჯონ მაკკეინის დაკრძალვას დაესწრება

18:56, 31.08.2018

უკრაინის პრეზიდენტი ჯონ მაკკეინის დაკრძალვას დაესწრება. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, პოროშენკო 31 აგვისტოს და 1-ელ სექტემბერს დაგეგმილ სამგლოვიარო ღონისძიებებს დაესწრება.

პრესსამსახურში განმარტავენ, რომ უკრაინის პრეზიდენტი ამერიკის შეერთებულ შტატებში კერძო ვიზიტით მიემგზავრება, ამიტომ ვაშინგტონში  სამგზავრო თვითმფრინავით ჩავა.

ჯონ მაკკეინს კვირას დაკრძალავენ.

მსგავსი