უკრაინის პრემიერ-მინისტრი - „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის ამოქმედებამ შესაძლოა, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის დაფინანსების გასაგრძელებლად ეკონომიკური წინაპირობები შექმნას
უკრაინის პრემიერ-მინისტრი - „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის ამოქმედებამ შესაძლოა, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის დაფინანსების გასაგრძელებლად ეკონომიკური წინაპირობები შექმნას

გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის ამოქმედებამ შეიძლება, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის დაფინანსების გასაგრძელებლად ეკონომიკური წინაპირობები შექმნას, – ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა გერმანულ გამოცემა, „ბილდთან“ ინტერვიუში განაცხადა.

უკრაინის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, პროექტის ამოქმედება ქვეყნისთვის არა მხოლოდ წლიური შემოსავლის რამდენიმე მილიარდი ევროთი შემცირებას ნიშნავს, არამედ ეს არღვევს ევროკავშირის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას.

უკრაინის პრემიერ-მინისტრის თქმით, კიევის პოზიცია პროექტთან მიმართებაში უცვლელი რჩება, რადგან ეს, უპირველესად, არის პოლიტიკური პროექტი, რომელსაც კომერციული მიზანშეწონილობა თავიდანვე არ ჰქონდა.

დატოვე კომენტარი