უკრაინის პარლამენტმა ვლადიმირ ზელენსკის მიერ ინიცირებული კანონპროექტი არ განიხილა
უკრაინის პარლამენტმა ვლადიმირ ზელენსკის მიერ ინიცირებული კანონპროექტი არ განიხილა

უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატებმა არ განიხილეს პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის მიერ ინიცირებული კანონპროექტი საარჩევნო კოდექსის ცვლილებების შესახებ. კანონპროექტი მაჟორიტარული სისტემის გაუქმებასა და პარლამენტში მოსახვედრად პარტიებისთვის ბარიერის, ხუთიდან სამ პროცენტამდე შემცირებას ითვალისწინებს.

დღის წესრიგში კანონპროექტის შეტანას მხოლოდ 92-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. ინიციატივის განსახილველად საჭირო იყო სულ მცირე 226 კანონმდებლის მხარდაჭერა. ამას გარდა, რადას წევრებმა უარი განაცხადეს, განეხილათ ინიციატივა საჯარო შესყიდვების შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ.

​ვლადიმირ ზელენსკი უკრაინის პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას 20 მაისს შეუდგა. საინაუგურაციო სიტყვისას მან უმაღლესი რადას დათხოვნის შესახებ განაცხადა. უკრაინის ახალმა პრეზიდენტმა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 21 ივლისს დანიშნა.