უკრაინის პარლამენტმა ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანების კანონპროექტს მხარი დაუჭირა
უკრაინის პარლამენტმა ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანების კანონპროექტს მხარი დაუჭირა

უკრაინის პარლამენტმა ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანების კანონპროექტს მხარი დაუჭირა. პრეზიდენტის კანონპროექტი ქვეყნის სტრატეგიულ პროგრამას უკავშირდება.

ინიციატივას მხარი რადას 321-მა დეპუტატმა დაუჭირა. ამის შემდეგ კანონპროექტს სასამართლო განიხილავს და გადაწყვეტილებას მიიღებს, შესაძლებელია თუ არა უკრაინის კონსტიტუციაში შესაბამისი ცვლილებები.

პარლამენტს მხოლოდ სასამართლოს დადებითი გადაწყვეტილების შემდეგ შეუძლია კანონპროექტი საბოლოოდ დაამტკიცოს. ამის შემდეგ კონსტიტუციაში ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანების განზრახვა დაემატება.