უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევა მიულოცა
უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევა მიულოცა

უკრაინის პარლამენტის, უმაღლესი რადას თავმჯდომარემ, რუსლან სტეფანჩუკმა შალვა პაპუაშვილს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევა მიულოცა.

„ისტორიულად ახლო და მეგობრული ურთიერთობები უკრაინასა და საქართველოს შორის მოგვცემს შესაძლებლობას, ერთად გავუმკლავდეთ თანამედროვე გამოწვევებს, აღვადგინოთ ჩვენი ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობა და რეალობად ვაქციოთ ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებები“, – აღნიშნა რადას თავმჯდომარემ მისალოც წერილში.

აგრეთვე, რუსლან სტეფანჩუკმა ხაზი გაუსვა საპარლამენტო თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას საქართველო-უკრაინის სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი განვითარებისთვის.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.