უკრაინის ნაკრებში NBA-ის კალათბურთელი ითამაშებს [ვიდეო] #1TVSPORT
უკრაინის ნაკრებში NBA-ის კალათბურთელი ითამაშებს [ვიდეო] #1TVSPORT

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მორიგ შეხვედრას 1 ივლისს უკრაინის წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა რიგაში 20 საათზე დაიწყება.

უკრაინელთა ლატვიელმა მწვრთნელმა აინარს ბაგაცკისმა დაასახელა გუნდის შემადგენლობა, რომელშიც ერთი ნატურალიზებული და ერთიც NBA-ის კალათბურთელია. უკრაინელებს საქართველოსთან მატჩში დაეხმარება სვატოსლავ მიხაილიუკი, რომელიც „ტორონტოს“ ღირსებას იცავს. ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში უკრაინელთა მეორე წარმომადგენელმა ალექს ლენმა  ამ ფანჯარაში თამაშზე უარი განაცხადა.

„მიხაილიუკის დამატება ჩვენთვის იგივეა რაც, სუფთა ჰაერის ჩასუნთქვა. მისი გამოცდილება ძალიან გვჭირდება“, – განაცხადა აინარს ბაგაცკისმა.

უკანახაზელები

ბოგდან ბლიჟნიუკი (ბუდიველნიკი)

ალექსანდრ კობეტსი (ბუდიველნიკი)

ვიტალი ზოტოვი (დნიპრო)

დენის ლუკაშოვი (პრომეტეი)

ჯერომ რენდლი (ბუდიველნიკი)

ისუფ სანონი (დნიპრო)

ილია სიდოროვი (პრომეტეი)

 

ფორვარდები

ივან ტკაჩენკო (ჩერკასკი მავპი)

ვიაჩესლავ ბობროვი (დნიპრო)

ანდრიი ვოინალოვიჩი (კიევი)

ვლადიმირ გერუნი (ბუიუკჩეკმეჯე, თურქეთი)

ალექსანდრ ლიპოვოი (პრომეტეი)

სერგეი პავლოვი (დნიპრო)

ვიაჩესლავ პეტროვი (პრომეტეი)

სვიატოსლავ მიხაილიუკი (ტორონტო, NBA)

 

ცენტრები

დმიტრი სკაპინცევი (კიევი)

არტიომ პუსტოვოი (გრან კანარია, ესპანეთი)

ვიაჩესლავ კრავცოვი (დნიპრო)