უკრაინის ნაკრებს ერთ-ერთი ლიდერი - ზინჩენკო, სავარაუდოდ, საქართველოსთანაც დააკლდება #1TVSPORT
უკრაინის ნაკრებს ერთ-ერთი ლიდერი - ზინჩენკო, სავარაუდოდ, საქართველოსთანაც დააკლდება #1TVSPORT

უკრაინის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი – ოლექსანდრ ზინჩენკო ტრავმირებულია და დიდია ალბათობა, რომ ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ ვერ ითამაშოს.

უკრაინული მედიის ცნობით, „ლურჯ-ყვითლების“ და ამსტერდამის „აიაქსის“ მცველი ერედივიზიეს 23-ე ტურში სიტარდისფორტუნათან“ მატჩში დაშავდა და როგორც გაირკვა, ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა.

16 თებერვალს ამსტერდამის კლუბმა გამოაცხადა, რომ ოლექსანდრ ზინჩენკო მუხლის ტრავმის გამო 2025/26 წლების სეზონის ბოლომდე ვერ ითამაშებს, მოთამაშეს კი მალე ოპერაცია ჩაუტარდება. ფაბრიციო რომანომ უფრო მძიმე დასკვნა დაწერა: 29 წლის უკრაინელი ტრავმის გამო 6-7 თვეს გამოტოვებს.

თუ იტალიელი ჟურნალისტის პროგნოზი მართალია, ეს ნიშნავს შემდეგს – თუ უკრაინა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვდება, ზინჩენკო ვერ ითამაშებს, ისევე როგორც ერთა ლიგის საწყის შეხვედრებში – მათ შორის, 28 სექტემბერს საქართველოში დანიშნულ მატჩშიც.