უკრაინის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი - ასეთი დაცვით საქართველოსთან და უნგრეთთან გაგვიჭირდება #1TVSPORT
უკრაინის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა, მირონ მარკევიჩმა კომენტარი გააკეთა დანიასთან ამხანაგურ მატჩზე, რომელიც კრისტიან ერიქსენის ჯანმრთელობის პრობლემების გამო 65-ე წუთზე შეწყდა და „ყვითელ-ლურჯები“ 1:2 დამარცხდნენ.
ცნობილი სპეციალისტი თვლის, რომ გუნდმა დაცვაში სერიოზული შეცდომები დაუშვა, რომელთა გამოსწორების გარეშეც ერთა ლიგაზე წარმატების მიღწევა გაუჭირდება.
„თავდაჯერებულობის ნაკლებობა პოლონეთთან მატჩშიც აშკარა იყო, მაგრამ მოწინააღმდეგემ ამით ვერ ისარგებლა, დანიასთან კი ეს პრობლემა ისევ გამოჩნდა. ერთა ლიგის მატჩები უნგრეთთან და საქართველოსთან გველის, რომლებიც მაღალი დონის შემტევი მოთამაშეებით გამოირჩევიან და ასეთი დაცვით მათთან თამაში გაგვიჭრდება.
გვახსოვს გადამწყვეტი მატჩები – რუმინეთთან ევროპის ჩემპიონატზე, ბელგიასთან ერთა ლიგაზე და შვედეთთან მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი ოფში. უკრაინამ ყველა ამ მატჩში სამი გოლი გაუშვა“, – განაცხადა მირონ მარკევიჩმა Meta-სთან ინტერვიუში.
შემოდგომაზე უკრაინის ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს, უნგრეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის წინააღმდეგ ითამაშებს. ჩვენი ეროვნული გუნდების პირველი მატჩი 28 სექტემბერს თბილისშია დაგეგმილი.