უკრაინის ნაკრების მეკარეს „ჯვაროსნები“ მოეწონა – შესაძლოა, მათ შემადგენლობაში „ოქროს ბურთის“ მომავალი მფლობელი თამაშობდა #1TVSPORT
უკრაინის ეროვნული ნაკრების მეკარემ, ანატოლი ტრუბინმა, საქართველოსთან გამართულ მატჩზე, სტადიონზე არსებულ ატმოსფეროსა და მომავალი თამაშებისთვის მზადებაზე ისაუბრა.
„თბილისის სტადიონზე არსებული ატმოსფერო მომეწონა – გარემო შესანიშნავი იყო. რა თქმა უნდა, გამარჯვება გვსურდა, თუმცა მატჩი ფრედ დასრულდა. წინ კიდევ ორი თამაშია, ასე რომ, მზადება უნდა განვაგრძოთ.
საქართველო ძალიან ძლიერი ნაკრებია. მათ ახალი მწვრთნელი ჰყავთ. ამასთან, გუნდი შემტევ ხაზში განსაკუთრებით ძლიერი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული, ხვიჩა კვარაცხელია „ოქროს ბურთის“ ნომინანტთა შორისაა.
ბუნებრივია, რთული თამაში გამოვიდა – მით უმეტეს, რომ ჩვენ ამ შემადგენლობით პირველად ვითამაშეთ. სწორედ ამიტომ, გამარჯვება მართლაც ფანტასტიკური შედეგი იქნებოდა“.
უკრაინა მომდევნო მატჩს ჩრდილოეთ ირლანდიის წინააღმდეგ 2 ოქტომბერს გამართავს, საქართველოს ნაკრები კი ბუდაპეშტში უნგრეთს ესტუმრება.