უკრაინის მთავარი რაბინი აცხადებს, რომ, მისი მიწვევით, უკრაინაში დონალდ ტრამპის პირადი სულიერი მრჩეველი, პასტორი მარკ ბერნსი ჩავიდა
უკრაინის მთავარი რაბინი აცხადებს, რომ, მისი მიწვევით, უკრაინაში დონალდ ტრამპის პირადი სულიერი მრჩეველი, პასტორი მარკ ბერნსი ჩავიდა

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პირადი სულიერი მრჩეველი, პასტორი მარკ ბერნსი უკრაინაში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის მთავარი რაბინი ავრცელებს.

ვიზიტის დროს ბერნსი იყო ბუჩაში, ირპენსა და ბოროდიანკაში.

„აქ ნანახმა იგი შეძრა. მას არ დაუმალავს ტკივილი, აღშფოთება და გულწრფელი თანაგრძნობა. დარწმუნებული ვარ, ეს ემოციები მხოლოდ მასთან არ დარჩება. პასტორი ბერნსი არის ადამიანი, რომლის სიტყვასაც ისმენენ იქ, სადაც დიდი გადაწყვეტილებები მიიღება. მჯერა, რომ სიმართლის ხმა უკრაინიდან ახალი ამერიკული ხელმძღვანელობის გულამდე იქნება მიტანილი“, – აღნიშნა უკრაინის მთავარმა რაბინმა.