უკრაინის მოქალაქე, რომელმაც საქართველოში 10 მცირეწლოვანი ჩამოიყვანა, პოლიციის მთავარ სამმართველოშია გადაყვანილი
უკრაინის მოქალაქე, რომელმაც საქართველოში 10 მცირეწლოვანი ჩამოიყვანა, პოლიციის მთავარ სამმართველოშია გადაყვანილი

უკრაინის მოქალაქე იულია სუსლიაკი, რომელიც აცხადებს, რომ საქართველოში ჩამოყვანილი 10 მცირეწლოვანის დედაა, თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში იმყოფება.

როგორც ცნობილია, უკრაინის მოქალაქე ქუთაისში გუშინ დააკავეს. ამ წუთებში მასთან ადვოკატი ზურაბ თოდუა იმყოფება.

იულია სუსლიაკის უფლებების დამცველმა სამმართველოს შენობაში შესვლამდე განაცხადა, რომ უკრაინელმა ქალმა მას წყნეთში ბინის ქირაობა სთხოვა, თუმცა მალევე გაიგო, რომ დააკავეს.

რა მუხლით არის ბრალდებული იულია სუსლიაკი, ადვოკატისთვის ამ ეტაპზე უცნობია. ზურაბ თოდუა დამატებით დეტალებზე მას შემდეგ ისაუბრებს, რაც სამმართველოს შენობას დატოვებს.