უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა უმაღლეს რადას საომარი მდგომარეობის დროს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შემოღების შესახებ კანონპროექტი წარუდგინა
უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა უმაღლეს რადას საომარი მდგომარეობის დროს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შემოღების შესახებ კანონპროექტი წარუდგინა

უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა უმაღლეს რადას უკრაინაში საომარი მდგომარეობის დროს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შემოღების შესახებ კანონპროექტი წარუდგინა.

სასჯელი 119 ათასი გრივნის ოდენობის ჯარიმას ან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შესაბამისი პროექტი რადას ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ამავდროულად, მინისტრთა კაბინეტის ინიციატივაა, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდნენ ისინი, ვინც უკვე უკანონოდ დატოვა უკრაინა, მაგრამ სამი თვის განმავლობაში დაბრუნდა და ნებაყოფლობით ჩაბარდა სამართალდამცავ ორგანოებს. ეს უნდა გაკეთდეს ბრალის წარდგენამდე.

უკრაინის მთავრობა იმედოვნებს, რომ ახალი კანონი ხელს შეუწყობს მობილიზაციის დროს სამხედრო სამსახურში გაწვევისგან თავის ასარიდებლად უკრაინის სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისთვის პასუხისმგებლობის სამართლებრივ რეგულირებას.