უკრაინის ლუგანსკის ოლქში მასშტაბურ ხანძარს ებრძვიან, არიან გარდაცვლილები და დაშავებულები
უკრაინის ლუგანსკის ოლქში მასშტაბურ ხანძარს ებრძვიან, არიან გარდაცვლილები და დაშავებულები

უკრაინის ლუგანსკის ოლქში მასშტაბური ტყის ხანძარი მძვინვარებს. არის მსხვერპლი. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, გარდაცვლილია ხუთი, ხოლო ჰოსპიტალიზებულია ცხრა ადამიანი.

ცეცხლის ჩაქრობის ოპერაციაში ჩართულია ავიაცია, უკრაინის შეიარაღებული ძალებისა და ეროვნული გვარდიის დანაყოფები. სულ ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია 360 ადამიანი და ტექნიკის 85 ერთეული.

პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ საგანგებო თათბირი გამართა, რომელშიც შინაგან საქმეთა მინისტრი არსენ ავაკოვი, ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ალექსეი დანილოვი, ასევე საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელი ნიკოლაი ჩეჩოტკინი მონაწილეობდნენ.