უკრაინის კულტურის მინისტრი დასავლელ პარტნიორებს მოუწოდებს, ომის დასრულებამდე რუსულ კულტურას ბოიკოტი გამოუცხადონ
უკრაინის კულტურის მინისტრი დასავლელ პარტნიორებს მოუწოდებს, ომის დასრულებამდე რუსულ კულტურას ბოიკოტი გამოუცხადონ

უკრაინის კულტურის მინისტრი დასავლელ პარტნიორებს მოუწოდებს, ომის დასრულებამდე რუსულ კულტურას ბოიკოტი გამოუცხადონ.

ბრიტანულ „გარდიანში“ გამოქვეყნებულ წერილში ალექსანდრ ტკაჩენკო მოუწოდებს უკრაინის დასავლელ პარტნიორებს, დროებით უარი თქვან პეტრე ჩაიკოვსკისა და სხვა რუსი კომპოზიტორების მუსიკალური წარმოდგენების გამართვაზე.

მისივე თქმით, „ეს არ იქნება ჩაიკოვსკის გაუქმება, თუმცა წარმოდგენების გამართვა დროებით უნდა შეჩერდეს, ვიდრე რუსეთი უკრაინაში სისხლიან შეჭრას არ დაასრულებს“.

ტკაჩენკოს განაცხადებით, „ახლა მიმდინარეობს ცივილიზაციური ბრძოლა კულტურასა და ისტორიასთან, რა დროსაც რუსეთი აქტიურად ცდილობს კულტურისა და მემკვიდრეობის განადგურებას, როდესაც დაჟინებით ამტკიცებს, რომ რუსეთი და უკრაინა ერთი ერია“.