უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, რუსეთმა ზაპოროჟიესა და დნეპროპეტროვსკზე სარაკეტო იერიში მიიტანა

23:25, 21.04.2022

რუსეთმა ზაპოროჟიესა და დნეპროპეტროვსკზე სარაკეტო იერიში მიიტანა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის ხელისუფლება ავრცელებს.

„ბიბისის“ ინფორმაციით, ზაპოროჟიეში თავდასხმის შედეგად დაიჭრა რვა ადამიანი. პროკურატურამ უკვე აღძრა სისხლის სამართლის საქმე.

დნეპროპეტროვსკში სამი სარაკეტო იერიში მიიტანეს ნოვომასკოვსკის რაიონზე. დაზიანდა სარკინიგზო ხაზი. დაშავდა ხუთი ადამიანი.

ჯერ უცნობია, შესაძლებელი იქნება თუ არა ამ მონაკვეთზე მატარებლების გადაადგილება.

მსგავსი