უკრაინის ხელისუფლების ცნობით, რუსეთის ძალებმა ხერსონის ოლქში მდებარე კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმა განახორციელეს
უკრაინის ხელისუფლების ცნობით, რუსეთის ძალებმა ხერსონის ოლქში მდებარე კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმა განახორციელეს

უკრაინის ხელისუფლება ხერსონის ოლქში მდებარე კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის ძალების თავდასხმის შესახებ იუწყება.

ხერსონის სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, რუსეთის არმიის მიერ ცეცხლის გახსნის შედეგად დაზიანდა ბუნებრივი აირის ქსელი და გაჩნდა ხანძარი.

მათივე ინფორმაციით, რუსეთის თავდასხმის სამიზნე იყო ერთ-ერთი საავადმყოფოც.

მანამდე, ხერსონის ადგილობრივმა ხელისუფლებამ გაავრცელა ცნობა, რომ რუსეთმა მასშტაბური იერიში მიიტანა ხერსონში საცხოვრებელ უბნებზე.

ამ დროისთვის მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ცნობები არ ვრცელდება.