უკრაინის ხელისუფლების ცნობით, რუსეთი კიევს უპილოტო საფრენი აპარატებით სხვადასხვა მიმართულებებიდან უტევს
უკრაინის ხელისუფლების ცნობით, რუსეთი კიევს უპილოტო საფრენი აპარატებით სხვადასხვა მიმართულებებიდან უტევს

უკრაინის ხელისუფლების ცნობით, რუსეთი კიევს უპილოტო საფრენი აპარატებით უტევს.

როგორც შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ, მრავალი რუსული დრონი, რომელიც ამჟამად უკრაინის ტერიტორიაზეა, ძირითადად კიევისა და კიევის ოლქის მიმართულებით მოძრაობს.

უკრაინის დედაქალაქის მერის, ვიტალი კლიჩკოს თქმით, რუსული დრონები კიევს სხვადასხვა მიმართულებებიდან უახლოვდებიან.

კიევის სამხედრო საოლქო ადმინისტრაცია აცხადებს, რომ უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალები დრონების მოგერიებას ცდილობენ.

ამასთან ერთად უკრაინის ხელისუფლება აცხადებს, რომ დრონებით შეტევა ხორციელდება ჩერნიჰივის, კიროვოგრადის, ნიკოლაევისა და ჩერკასკის ოლქებზეც.

ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინის დედაქალაქზე თავდასხმა 4 ივლისის ღამესაც განახორციელა. რაკეტებითა და დრონებით მასშტაბური შეტევის შედეგად, სულ მცირე, ერთი ადამიანი დაიღუპა და 26 დაშავდა.