უკრაინის ხელისუფლებასა და პრორუს სეპარატისტებს შორის ტყვეების გაცვლა მიმდინარეობს
უკრაინის ხელისუფლებასა და პრორუს სეპარატისტებს შორის ტყვეების გაცვლა მიმდინარეობს

უკრაინის ქალაქ გორლოვკასთან ხელისუფლებასა და პრორუს სეპარატისტებს შორის ტყვეების გაცვლა მიმდინარეობს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ზუსტი რაოდენობა, რომელსაც მხარეები ერთმანეთს გადასცემენ, ჯერ არ სახელდება. „როიტერი“ წერს, რომ ტყვეების გაცვლა „ყველა-ყველაზე“ პრინციპით მოხდება.

ტყვეების გაცვლის შეთანხმება უკრაინის და რუსეთის პრეზიდენტებს შორის, მიმდინარე თვეში, პარიზში გამართულ შეხვედრაზე იქნა მიღწეული. რუსული მედიის ინფორმაციით, უკრაინის ხელისუფლება სეპარატისტებს 87 ადამიანს გადასცემს, სეპარატისტები კი 55 ადამიანს გაათავისუფლებენ.

უკრაინის ხელისუფლება დონბასში რუსეთისგან მხარდაჭერილ სეპარატისტებს 2014 წლის შემდეგ ებრძვის. დაპირისპირებას 13 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიუხედავად, ცალკეული ბრძოლები მაინც გრძელდება. მხარეებს შორის ტყვეების გაცვლა ბოლოს 2017 წლის დეკემბერში მოხდა.