უკრაინის ხელისუფლებამ ხარკოვის ოლქის 60 დასახლებული პუნქტიდან ევაკუაციის ბრძანება გასცა
უკრაინის ხელისუფლებამ ხარკოვის ოლქის 60 დასახლებული პუნქტიდან ევაკუაციის ბრძანება გასცა.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, გაფართოვდა ხარკოვის ოლქის სოფლებიდან – კუპიანსკიდან, ბოგოდუხოვიდან და ხარკოვის რაიონიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის ზონა.
როგორც მედია იუწყება, დასახლებული პუნქტებიდან ევაკუაცია უკავშირდება სასაზღვრო და ფრონტის ხაზთან ვითარების შესაძლო გამწვავებას.
ევაკუაცია მოხალისეებთან, სამართალდამცავებსა და მაშველებთან მჭიდრო თანამშრომლობით განხორციელდება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ბავშვიან ოჯახებს და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს. ევაკუირებულებს სატრანზიტო ცენტრებში გადაიყვანენ, სადაც ისინი საჭირო მხარდაჭერას (საკვები და არასაკვები პროდუქტები, იურიდიული, ფსიქოლოგიური და ფინანსური დახმარება) მიიღებენ.