უკრაინის ხელისუფლება მოუწოდებს წითელი ჯვრის წარმომადგენლებს, სასწრაფოდ გააგზავნოს მისია რუსეთის მიერ ოკუპირებულ ელენოვკაში მდებარე ციხეში
უკრაინის ხელისუფლება მოუწოდებს წითელი ჯვრის წარმომადგენლებს, სასწრაფოდ გააგზავნოს მისია რუსეთის მიერ ოკუპირებულ ელენოვკაში მდებარე ციხეში

უკრაინის ხელისუფლება მოუწოდებს წითელი ჯვრის წარმომადგენლებს, სასწრაფოდ გააგზავნოს მისია რუსეთის მიერ ოკუპირებულ ელენოვკაში მდებარე ციხეში.

როგორც უკრაინის პრეზიდენტის ოფისში განაცხადეს, „ადამიანების სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება და ამიტომ დროის დაკარგვა არ შეძლება“.

კიევში აცხადებენ, რომ საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციის მისია უახლოეს სამ დღეში უნდა შედგეს.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ვიდეომიმართვაში წითელი ჯვარი უმოქმედობაში დაადანაშაულა. მისი თქმით, „წითელი ჯვარი არ არის პრივილეგირებულთა კლუბი, სადაც ხელფასს იღებენ და ცხოვრებით ტკბებიან“.

საპასუხოდ საერთაშორისო ორგანიზაციაში განაცხადეს, რომ ელენოვკაში ვიზიტის თაობაზე რუსეთის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებები გრძელდება.

სექტემბერში წითელი ჯვრის წარმომადგენლები შეეცადნენ, ელენოვკაში შესვლის ნებართვა მიეღოთ, თუმცა რუსეთმა მათ უარი უთხრა.

ელენოვკას ციხეს რუსეთი 2014 წლიდან აკონტროლებს. წელს, ივლისში ციხეზე მიტანილ დარტყმებს ათობით ადამიანი ემსხვერპლა. კიევმა და მოსკოვმა მომხდარში ერთმანეთი დაადანაშაულეს. უკრაინის ხელისუფლება აცხადებს, რომ რუსეთმა ელენოვკაზე დარტყმა უკრაინელი ჯარისკაცების წამების კვალის დასაფარად მიიტანა.