უკრაინის ხელისუფლება მკაცრი კარანტინის გამოცხადებას იანვრის დასაწყიში გეგმავს
უკრაინის ხელისუფლება მკაცრი კარანტინის გამოცხადებას იანვრის დასაწყიში გეგმავს

უკრაინის ხელისუფლება მკაცრი კარანტინის გამოცხადებას იანვრის დასაწყიში გეგმავს.

როგორც უკრიანული გამოცემა „უკრაინსკაია პრავდა“ წერს, ამის შესახებ ჯანდცავის მინისტრმა მაქსიმ სტეპანოვმა ბრიფინგზე განაცხადა.

მინისტრის თქმით, კარანტინი სამი კვირის განმავლობაში იმოქმედებს.

„ყველა ექიმი აცნობიერებს, რომ იანვრიდან თებერვლის განმავლობაში მოსალოდნელია გრიპის დაავადების სეზონური პიკი. ეს სამედიცინო სისტემაზე სერიოზულ დატვირთვას იწვევს, ამიტომ ამ პერიოდამდე „კოვიდ-19“-ით ინფიცირებისა და ჰოსპიტალიზებულთა რაც შეიძლება მინიმალური მაჩვენებლით უნდა მივიდეთ. ჩვენ დეკემბრის ბოლომდე მკაცრი კარანტინის გამოცხადების რეკომენდაციას არ გავცემთ, რადგან ვხედავთ, კორონავირუსის ახალი შემთხვევების მკვეთრი ზრდა არ არის. ჩვენი მტკიცებით, სამედიცინო სისტემა მთლიანად აიტანს იმ დატვირთვას, რომელიც ახლა არის კორონავირუსთან დაკავშირებით. ჩვენ ნამდვილად გავუძლებთ დეკემბრის ბოლომდე“, – აღნიშნა მაქსიმ სტეპანოვმა.

ამასთან, მინისტრმა განაცხადა, რომ ვინაიდან ინფიციებისა და ჰოპსიტალიზაციის მაჩვენებელი კვლავ საკმაოდ მაღალ დონეზეა, აუცილებელია, ეს მაჩვენებელი მინიმუმამდე იყოს დაყვანილი.

„სამედიცინო და ეპიდემიოლოგიურ მაჩვენებლებზე დაყრდნობით, ჩვენ შევთავაზებთ მთავრობას გეგმურ მკაცრ კარანტინს მაქსიმალური შეზღუდვებით იანვრის პირველი რიცხვებიდან. მიგვაჩნია, რომ ასეთი კარანტინის ხანგრძლივობა მაქსიმალური ეფექტის მისაღწევად უნდა იყოს სამი კვირა“, – განაცხადა უკრაინის ჯანდაცვის მინისტრმა.