უკრაინის ხელისუფლება და თვითგამოცხადებული რესპუბლიკები ტყვეებს გაცვლიან
უკრაინის ხელისუფლება და თვითგამოცხადებული რესპუბლიკები ტყვეებს გაცვლიან

უკრაინის ხელისუფლება და თვითგამოცხადებული რესპუბლიკები ტყვეების გაცვლაზე შეთანხმდნენ.

ორივე მხარე ადასტურებს, რომ დატყვევებული ადამიანები 27 დეკემბერს გათავისუფლდებიან.

როგორც უკრაინის მთავრობის წარმომადგენლები ამბობენ, კიევი დათანხმდა 306 ადამიანი გათავისუფლებას, სეპარატისტები კი 74 უკრაინელს გადასცემენ მთავრობას.

„ჩვენ ამის გაკეთება უფრო ადრეც გვინდოდა და ბედნიერები ვართ, რომ მეორე მხარე ამ შეთავაზებას, როგორც იქნა, დათანხმდა. პრეზიდენტმა ასევე დაგვავალა, გავაგრძელოთ მუშაობა, რათა გათავისუფლდეს ყველა, ვინც ამ დრომდე იმყოფება ოკუპირებულ ტერიტორიებსა ან რუსეთში მდებარე ციხეებში“ – განაცხადა ირინა გერაშენკომ.

უკრაინის მთავრობა აცხადებს, რომ თვითგამოცხადებული რესპუბლიკების ლიდერები დათანხმდნენ, რომ ტყვეების გაცვლის პროცესი ორ ეტაპად გაიმართება.

მეორე ეტაპზე უკრაინამ უნდა გაათავისუფლოს 80 მძევალი, ხოლო სეპარატისტებმა 20,

უკრაინული მხარე აცხადებს, რომ სულ ოკუპირებულ ტერიტორიებზე 170 უკრაინელი ტყვე იმყოფება.