უკრაინის იმიერკარპატების რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
უკრაინის იმიერკარპატების რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა განაცხადა, რომ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ელჩი დაიბარეს. მიზეზი რუსეთის მიერ უკრაინის იმიერკარპატების რეგიონზე განხორციელებული იერიშია. ამის შესახებ მადიარმა ახალი მთავრობის პირველი სხდომის შემდეგ ისაუბრა, სადაც სწორედ 13 მაისს მომხდარი თავდასხმა განიხილეს.

„უნგრეთის მთავრობა მტკიცედ გმობს იმიერკარპატების რეგიონზე რუსულ თავდასხმას“, – აღნიშნა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.

მანამდე უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანიტა ორბანმა განაცხადა, რომ რუსეთის შეტევა მკაცრად უნდა დაიგმოს.

ცნობისთვის, უკრაინაში, იმიერკარპატების რეგიონში დაახლოებით 150 000 ეთნიკური უნგრელი ცხოვრობს.